პროცესების რობოტიზაცია - ბრენდტის თამანედროვე კულტურის ნაწილი
კლიენტის მიმოხილვა
ბრენტის საბჭო ლონდონში არსებულ 32 საქალაქო საბჭოს შორის ერთ-ერთია. ბრენტი რიგით მეორე ყველაზე კულტურულად მრავალფეროვანი უბანია მთელს ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, თანასწორობა და მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია როდესაც საუბარია მომსახურების სფეროზე.
პროცესის ტიპი
მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფა და მართვა.
პროცესების რობოტიზაცია.
ბრენტის თანამედროვე კულტურის ნაწილი.
როდესაც ბრენტის საბჭომ 2017 წელს ჩაუშვა პირველი სამწლიანი ციფრული ტრანსფორმაციის გეგმა, პროცესების რობოტიზაცია (RPA) არც კი განიხილებოდა. თუმცა მომდევნო გეგმაში, რომლის განხორციელებაც გაწერილია 2023 წლამდე, UiPath-ის პროცესების რობოტიზაცია ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა. რა შეიცვალა?
”ბრენტი სწრაფად განიცდის ციფრულ ტრანსფორმაციას, შესაბამისად აუცილებელია რომ საბჭოც მაქსიმალურად მოერგოს ციფრულ ტენდენციებს," ამბობს მანჯულა პინდორია, ციფრული არხების დირექტორი, ბრენტის საბჭო. ”ჩვენ გვსურს ისეთი ციფრული ტექნოლოგიებისა და ინიციატივების დანერგვა, რომლებიც ხელს შეგვიწყობს მოქალაქეების უკეთ მომსახურებაში."
”2018 წელს გადაწყდა, რომ RPA საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი იქნებოდა ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. რობოტიზაციაზე ორიენტირებული კომპანიებისა და მათი სისტემების შეფასების შემდეგ გამოიკვეთა UiPath, რომელიც სრულად აკმაყოფილებდა ჩვენ მოთხოვნებს.”
მოსალოდნელზე მეტი სარგებელი
საბჭოს სტრატეგიის დირექტორი გაეცნო RPA ტექნოლოგიას და მის უზარმაზარ პოტენციალს. მთავარი კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რა პროცესის ავტომატიზაცია მოიტანდა სასურველ შედეგს?
შიდა პროცესების შეფასების შემდეგ, ავტომატიზაციისათვის შერჩეულ იქნა ქირის საფასურის ცვლილება და მისი სისტემაში ასახვა. ქირის საფასურის ცვლილება ხდება წელიწადში ორჯერ. ცვლილებების ასახვა კი ხორციელდება ადამიანური რესურსის დახმარებით, რაც საკმაოდ ბევრ შეცდომას იწვევს.
მანჯულა განმარტავს: ”ჩვენ შევარჩიეთ საკმაოდ მარტივი პროცესი, თუმცა მისი ავტომატიზაცია საგრძნობლად გააუმჯობესებდა თანამშრომლების სამუშაოს ხარისხს და გაამრტივებდა მაცხოვრებლების ყოველდღიურობას."
ექვს კვირაში საბჭომ მოამზადა და გაუშვა პირველი ავტომატიზებული პროცესი. ქირის საფასურის ერთჯერადი ცვლილება, რომელსაც თანამშრომელი საშუალოდ ოთხ წუთს ანდომებდა, ახლა ორმოც წამზე ნაკლებში ხორციელდება. საბჭოს შეფასებით, მხოლოდ ამ ავტომატიზაციამ დაზოგა 32000 ფუნტზე მეტი ზეგანაკვეთური ხარჯი, რომელიც აუცილებელი იყო ე.წ. დედლაინების დაკმაყოფილებისათვის.
დროისა და ხარჯების დაზოგვა არ იყო ისეთი ეფექტური როგორსაც ბრენტის საბჭოში მოელოდნენ. მიუხედავად ამისა, მანჯულას აზრით, არის სხვა ორი მეტად მნიშვნელოვანი სარგებელი.
მისი თქმით: ”რობოტიზაციის დანერგვის გადაწყვეტილება არ უკავშირდებოდა პერსონალის შემცირებას. მთავარი მიზანი გახლდათ თანამშრომლების დროის გამოთავისუფლება მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირებისათვის. ჩვენ გვყავდა მაღალკვალიფიციური შეფასების ოფიცრები, რომლებიც საკმაოდ დიდ დროს ხარჯავდნენ მონაცემების მარტივ დაკოპირება/ასახვაზე. სისტემის დანერგვით კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდა და კადრების ძალისხმევაც გადაერთო ადამიანების კეთილდღეობისა და კომფორტის უზრუნველყოფაზე."
”ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ქირის საფასურის შეცვლის ავტომატიზაციამ მკვეთრად გააუმჯობესა მონაცემების ხარისხი. აღმოფხვრა შეცდომები, რომლებსაც მონაცემთა ხელით შეყვანა იწვევს.” - მანჯულა პინდორია, ციფრული არხების დირექტორი, ბრენტის საბჭო.
პროცესებსა და მონაცემებზე ფოკუსირება
როგორც პროცესების რობოტიზაციის გეგმამ და კვლევებმა აჩვენა, მონაცემთა ხარისხისა და მართვის გაუმჯობესება გახდა უმნიშვნელოვანესი უპირატესობა, რომელიც ბრენტის საბჭოში RPA ტექნოლოგიის დანერგვამ უზრუნველყო.
მანჯულამ და მისმა გუნდმა შეარჩია ახალი პროცესი რობოტიზაციისათვის - სესხის ამოღება. ყველა საბჭოს აქვს სესხების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლის ამოღებაც დაკავშირებულია საკმაო რესურსთან. არსებობდა სესხები რომელთა ამოღებაზეც შეუძლებელი იყო 7 წლის განმავლობაში. ბრენტმა დახარჯა 4 თვე 4 ურთიერთშეკავშირებული პროცესის ავტომატიზებაში. რობოტი ავტომატურად ახდენდა სესხებისა და დავალიანებების შეგროვებას, პროგრესის დადგენას დაშედეგებზე დაყრდნობით იწყებდა შემდგომ ქმედებებს.
ავტომატიზაცია წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია კონტაქტის აღდგენა მაცხოვრებლებსა საბჭოს შორის. ოფიცრებმა შეძლეს როგორც გაცილებით უკეთესი მომსახურების გაწევა, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სისტემა აუქმებს სესხს და ახდენს მის შემდგომ ჩამოწერას.
RPA მონაცემთა მართვის მნიშვნელობა
ინფორმაციის მართვა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ბრენტის საბჭოს ბევრმა წევრმა მოითხოვა RPA სისტემის გამოყენება. მათ სურდათ ინფორმაციის ვალიდურობის უზრუნველყოფა, რათა ჰქონოდათ აქტუალური და უტყუარი მონაცემთა ბაზა. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა დასუფთავების ფუნქციონალი მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია UiPath RPA ტექნოლოგიაში, რომელსაც ბრენტი დღესდღეობით იყენებს.
მანჯულა განმარტავს: ”როგორც ნებისმიერ საბჭოს, ჩვენც უამრავი მოძველებული ციფრული გადაწყვეტა გვაქვს. აუცილებელი იყო იმაში დარწმუნება, რომ არ გაჭირდებოდა მონაცემთა მიმოცვლა მოძველებულ და თანამედროვე სისტემებს შორის. აქედან გამომდინარე, ტრადიციული ავტომატონის დანერგვა არაეფექტურ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რადგან მისი ინტეგრაცია ძალიან დიდ მოითხოვდა და ვერ გაცვლიდა ინფორმაციას ჩვენთვის სასურველ რეჟიმში. RPA ტექნოლოგია კი სწრაფად პროგრამირდება და შეუძლია ამ სისტემებთან ეფექტური კომუნიკაცია. სისტემა სწრაფი, მოქნილი და, რაც მთავარია, ხარჯეფექტურია."
”ამ დავალებების ხელით შესრულება უზარმაზარი შრომაა, რომელიც არავის მოსწონს და გულწრფელად რომ ვთქვათ არავის აქვს დრო. რობოტისათვის კი პროცესი იდეალურია. ის უბრალოდ ამოწმებს მონაცემს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის. წარსულში ამ დავალებას ყოველ 3 თვეში ერთხელ ვუბრუნდებოდით, დღეს კი რეალურ დროში ხორციელდება და ახლდება.” - მანჯულა პინდორია, ციფრული არხების დირექტორი, ბრენტის საბჭო.
ბრენტის საბჭო, ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში, იწყებს ახალი CRM სისტემის და სხვა ციფრული ხელსაწყოების დანერგვას. საბჭო ძვირადღირებული პროგრამის ინტერფეისის (API) კონექტორების შეძენის მაგივრად, RPA სისტემისაგან მოელის მონაცემთა მიმოცვლის უზრუნველყოფას.
RPA. ბრენტის კულტურის ნაწილი
ბრენტმა ახლახანს ჩამოაყალიბა Center of Excellence და UiPath-ის დახმარებით, რომელიც 10 რობოტის შექმნის პროცესშია. რობოტებმა თავის მხრივ უნდა უზრუნველყონ 10 განსხვავებული პროცესის ავტომატიზაცია. საბჭომ მიიღო საკუთარი კადრების გადამზადების გადაწყვეტილება RPA კუთხით. სისტემის შესწავლისა და უშუალოდ მოქმედების სიმარტივემ კი განაპირობა ახალი დატრენინგებული თანამშრომლების სწრაფად მიღწეული პროდუქტიულობა.
”როდესაც RPA-სთან დაკავშირებით ვესაუბრებით სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვგრძნობთ თუ რამდენად კარგი შედეგი გვაქვს ძალიან მოკლდე დროში. ამ ყველაფრის მიღწევა კი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იქნებოდა UiPath-ის გარეშე გაკეთება. ეს არის დიდი წარმატების ისტორია და ჩვენ მოხარული ვართ მისი გაზიარებით.” - მანჯულა პინდორია, ციფრული არხების დირექტორი, ბრენტის საბჭო.
ამგვარ მიდგომამ საბჭოს მისცა საშუალება, რომ RPA გამხდარიყო მისი კულტურის ნაწილი. თანამშრომლებმა გააცნობიერეს, რამდენად ადვილია გამეორებადი და რუტინული დავალებების მარტივად შესრულება. მანჯულასა და მისმა გუნდის ბოლო კვლევამ გამოავლინა 100-ზე მეტი პროცესი, რომლის ავტომატიზებაც საგრძნობლად გააუმჯობესებდა საბჭოს პროდუქტიულობასა და ეფექტურობას.