პროცესების რობოტიზაცია Wärtsilä-ში

კლიენტის მიმოხილვა

პროფესიონალური და სანდო გადაწყვეტების პროვაიდერი ენერგეტიკული და საზღვაო ბაზრისათვის.

 

პროცესის ტიპი

Back ოფისი, ადმინისტრაციული პროცესები, გაყიდვები და სხვა.

 

Wärtsilä დღესდღეობით 400-ზე მეტ რობოტიზაციას იყენებს, რომლის სამომავლო გაღრმავებაზეც 100-ზე მეტი დეველოპერი მუშაობს.

 

ორგანიზაციის მიზანი ავტომატიზაციის in-house მისაწვდომობა და საკვანძო მომხმარებლების ჩართულობა გახლდათ. ადამიანებისა და პროცესების ამგვარ დაჯგუფებას თავისი წინააღმდეგობები და უპრატესობები ჰქონდა.

 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით Wärtsilä 400-ზე მეტ რობოტიზაციას იყენებს.

 

Wärtsilä ფინეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საზღვაო ხომალდების ძრავების წარმოებით გახდა ცნობილი. თუმცა 1834 წელს დაარსებული კომპანია საქმიანობის ბევრად ფართო სპექტრს მოიცავს.

 

„Wärtsilä მსოფლიოს 80 ქვეყნის 200-ზე მეტ ლოკაციაზე ოპერირებს. კომპანია სმარტ ტექნოლოგიებისა და საზღვაო გადაწყვეტების(სრული ციკლი) მსოფლიო ლიდერია. მდგრადი ინოვაციების, მონაცემთა ანალიზის და სამუშაოს ეფექტურობის დახმარებით Wärtsilä უზრუნველყოფს კლიენტების ეკონომიკურ ზრდას და მათი ხომალდებისა თუ ელექტროსადგურების მიერ გარემოს დაბინძურების მინიმალურამდე დაყვანას.” - ნიშანტ რედეკარი, პროცესების რობოტიზაციის ინჟინერი, Wärtsilä.

 

 

Wärtsilä სხვა გლობალური ორგანიზაციების მსგავსად, ციფრული ტრანსფორმაციის გზების პოვნაზე აკეთებდა გათვლას, რაც მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, ხარვეზებისაგან თავის არიდებასა და ფულის დაზოგვას შეუწყობდა ხელს. ამისათვის, პროცესის რობოტიზაცია(RPA) საკვანძო გადაწყვეტილებად განიხილებოდა. ითვლებოდა, რომ სისტემის წარმატება სრულიად შეცვლიდა როგორც თანამშრომლების, ისე კომპანიის სამუშაო კულტურას, რაც თავის მხრივ დაეხმარებოდა რობოტიზაციის პრიორიტეტიზაციას.

 

RPA პარტნიორის შერჩევა

 

როგორც რედეკარმა განმარტა კომპანიამ RPA დანერგვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სანდო და გამოცდილი პროვაიდერის შერჩევა დაიწყო. კომპანიისათვის გადამწყვეტი ფაქტორი რობოტიზაციის In-house გამოყენება იყო, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ადამიანური რესურსის გაუმჯობესებულ კონტროლს. თუმცა ამისათვის აუცილებელი იყო სწორი პლატფორმის შერჩევა.

 

საპილოტე პროგრამის ყველაზე გასაოცარი ნაწილი გახლდათ ის, რომ მისი დანერგვა ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოხერხდა, ხოლო კიდევ ერთ კვირაში სრულად ამუშავდა.

 

ნიშანტ რედეკარი

პროცესების რობოტიზაციის ინჟინერი, Wärtsilä

 

Wärtsilä-მ კონცეფციის პირველი მტკიცებულება 2016 წლის ივნისში ჩაუშვა, რამაც შესაძლო პროვაიდერების შეფასება უზრუნველყო. კომპანიამ ინდუსტრიაში არსებული ოთხი წამყვანი RPA პროვაიდერისაგან ერთი პროცესის ავტომატიზაცია მოითხოვა. საუკეთესო რობოტიზაციის ავტორი კი გრძელვადიან პარტნიორად განიხილებოდა.

 

UiPath კი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც დავალებას წარმატებით გაართვა თავი.

 

RPA გაფართოება: თანამშრომლების ტრენინგი

 

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა, რომელიც მხოლოდ სამი კრიტიკული ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებდა, 10 დამატებით რობოტიზაციას გაუკვალა გზა. ამის შედეგად Wärtsilä-ში მიიღეს RPA ტექნოლოგიის მეტად გაფართოვების გადაწყვეტილება და რაც შეიძლება მეტი თანამშრომლის ჩართვა თითოეული ავტომატიზაციის მსვლელობაში.

 

აღსანიშნავია, რომ RPA ტექნოლოგიის დანერგვას არაერთი სპეციფიური გამოწვევა ახლავს, რომელთაგან ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება და დატრენინგებაა.

 

”დიდი ძალისხმევა და შრომა დაგვჭირდა, რათა თანამშრომლებს უმტკივნეულოდ მიეღოთ ახალი ტექნოლოგია. მთავარი ამოცანა კი მათში ენთუზიაზმის გაღვიძება გახლდათ. დღესდღეობით, ამ პროცესებში 100-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. ჩვენ შევქმენით ერთგვარი ეკოსისტემა, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად.“

 

ნიშანტ რედეკარი

პროცესების რობოტიზაციის ინჟინერი.

 

აღსანიშნავია, რომ ამ 100 პიროვნების ერთად თავმოყრა არც ისე მარტივი იყო. Wärtsilä-ს გეგმები ავტომატიზაციის მთელ ორგანიზაციაში დანერგვას მოიცავდა. რედეკარსა და კომპანიის მფლობელებს სურდათ, ჰქონოდათ ეფექტური მართვის მექანიზმი, რომელიც დაეხმარებოდათ საკვანძო პირებისა და მნიშვნელოვანი ექსპერტების საქმიანობის უკეთ მართვაში.

 

თავდაპირველად პროცესმა უკუსვლა განიცადა, მაგრამ მას შემდეგ რაც ავტომატიზაციის შემუშავებაში საკვანძო პირები ჩაერთნენ და იდეების გაჟღერება დაიწყეს რობოტიზაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამასთან ერთად, RPA პროცესის სხვა უპირატესობების აღმოსაჩენად კომპანიამ დამატებითი ტრენინგები და ონლაინ/პირისპირ სესიები ჩაატარა.

 

შედეგი: RPA მომხმარებლების ჩართულობის ზრდა

 

ყველა სირთულის, თანამშრომლების გადმობირებისა და პროცესის მასშტაბურობის მიუხედავად, RPA-ს დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სვლა აღმოჩნდა Wärtsilä-ს არსებობის ისტორიაში.

 

rpa-at-warstilla-numbers

 

დღესდღეობით, კომპანია 400-ზე მეტ რობოტიზაციას იყენებს, რომლის სამომავლო გაღრმავებაზეც 100-ზე მეტი დეველოპერი მუშაობს.

 

უფრო მეტიც, Wärtsilä-მ 2017 წელს განვითარების ცენტრი დააფუძნა, სადაც RPA ტრენინგში 900-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

 

 

ასევე გაეცანით:

 

 

Max Healthcare

 

max-healthcare

Eurobank

 

max-healthcare

Swiss Re

 

 

 

FGILI

 

Brent

 

Royal Mail Group